ჩინეთი

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, ექვსი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა ცენტრალურ ქალაქ პინგდინშანში ადგილობრივი დროით 14:55 საათზე მოხდა. როგორც ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევის დროს მაღაროში სულ 425 ადამიანი მუშაობდა.

კომენტარები