რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი დაბომბა, დაღუპულია ორი ადამიანი

ჭურვის აფეთქების ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის თანამშრომელი
Unian

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.

"რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხერსონი არტილერიით დაბომბეს. ჭურვები ქალაქის დასახლებულ ნაწილში ჩამოვარდა. აფეთქებების შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, ერთი კაცი კი საკუთარ მანქანაში დაიწვა". – წერს ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს ყოველდღიურად არტილერიით, ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ბომბავს.

კომენტარები