ბიძინა ივანიშვილი

ვოლსკი ივანიშვილზე: მისი დანაშაული რა არის, იმის გარდა, რომ თავის ქვეყანას ემსახურება

არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ პარტიის ზოგიერთ ლიდერთან გარკვეულ თემაზე კვლავ კონტაქტი ჰქონდეს - შეკითხვა იქნება ეს თუ კონსულტაციის საჭიროება. მაგრამ, მისი მონაწილეობის თემა ძალიან ლიმიტირებულია. პირადად მას არასოდეს დაუშვია, რომ მთავრობისა და პარტიისთვის ეხელმძღვანელა, ან პარლამენტისთვის გარკვეული მითითებები მიეცა [...]

შეიძლება, რაღაც გარკვეულმა საერთაშორისო სტრიქტურამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს - რა მიზეზით? რატომ? ცუდი რა გააკეთა, ან საქართველოსთან მიმართებაში მისი ნეგატიური როლი რაში მდგომარეობს [...] მისი დანაშაული რა არის, იმის გარდა, რომ თავის ქვეყანას ემსახურება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს.

30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს

კომენტარები