გერმანია-უკრაინა

შოლცი: ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არასაკმარისია

REUTERS/Fabrizio Bensch/ File Photo

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უკრაინას საკმარისად არ ეხმარება. მისი თქმით, იარაღის მიწოდების და სამხედრო დახმარების მასშტაბი არასაკმარისია, რათა უკრაინა რუსეთის თავდასხმას გაუმკლავდეს. 

შოლცმა ეცროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაზარდონ. შოლცის თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინისადმი დახმარების მიწოდების საკითხი ამერიკაში ჩიხშია, ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა. მან ასევე დაამატა, რომ გერმანია ურყევად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სანამ ეს საჭირო იქნება. 

"გერმანიის კონტრიბუცია უდიდესია, თუმცა ეს უკრაინისთვის საკმარისი არ იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში" - თქვა შოლცმა. 

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2024 წელს გერმანიის დახმარება უკრაინისადმი გაორმაგდება. 

კომენტარები