ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰალევი: ისრაელი ღაზაში მთელი წლის განმავლობაში იბრძოლებს

გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი
ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენერალური შტაბის უფროსის, ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი ღაზაში მთელი წლის განმავლობაში იბრძოლებს. ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა კი უფროდაუფრო მძიმე ფასს გადაიხდის, რადგან მათ ომში ჩართვა გადაწყვიტეს.

"2024 წელი გამოწვევებით სავსე იქნება, ჩვენ ღაზაში მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოლებთ, ეს ნამდვილად ასეა. [...] ჩრდილოეთში ჰეზბოლამ გადაწყვიტა ამ ომში ჩართვა, ჩვენ მუდმივად მზარდ ფასს ვახდევინებთ. გუშინ გადაიხადეს შვიდი მოკლულით, ასევე გუშინ ორი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნით და ჩვენ კვლავ ვზრდით ფასს, რომელსაც ტერორისტები გადაიხდიან". - თქვა ჰალევიმ.

ამავდროულად, ჰერცი ჰალების თქმით, IDF-ს ეკისრება პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ ისრაელის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების სახლებში დაბრუნებაზე და ეს ან ჰეზბოლაზე სამხედრო ზეწოლით მოხდება, "ან ისრაელი სხვა ომში აღმოჩნდება".

კომენტარები