ნინო ხარატიშვილი

ბერლინში ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

23 თებერვალს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, Deutsches Theater-ში ქართველი მწერლისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის, პენთესილეა: რეკვიემის პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი ორენოვანი იქნება, ქართული და გერმანული. მასში გერმანელებთან ერთად, ქართველი მსახიობები: ეკა ნიჟარაძე, ანანო მახარაძე და ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი ითამაშებენ - ვიდეოზე კი ზაზა რუსაძე იმუშავებს.

სპექტაკლი ანტიკური მითის ნინო ხარატიშვილისეული ინტერპრეტაციაა, რომელიც ბერძნებისა და ამაზონელი მეომრების ბრძოლას მოგვითხრობს. ტექსტის ავტორი თავად ნინო ხარატიშვილია, ქართული თარგმანი კი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის.

კომენტარები