ირანი

ირანმა ქერმანში მომხდარი აფეთქება, რასაც, მათი ცნობით, 103 ადამიანი ემსხვერპლა, ტერორიზმად გამოაცხადა

ქერმანში მომხდარი აფეთქების შედეგი
IRNA

ქერმანის გუბერნატორის მოადგილის უსაფრთხოების საკითხებში, რაჰმან ჯალალის მტკიცებით, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავის მახლობლად მომხდარი აფეთქებები ტერორისტებმა მოაწყვეს.

ირანის მთავრობის მონაცემებით, აფეთქებებს ემსხვერპლა 103 ადამიანი და დაშავდა 141.

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი თავდასხმის უკან მდგომებს პასუხისგებას ჰპირდებიან.

ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. IRNA-ს ცნობით, პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.

ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის სპეციალური ელიტური დანაყოფის, ყუდსის ძალების გენერალი, ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.

კომენტარები