აზია

ზახაროვა იაპონიას უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, იაპონიის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობისთვის. 

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ იაპონიამ შესაძლოა აშშ-ს ნება დართოს, იაპონური წარმოების Patriot-ის რაკეტები პარტნიორ სახელმწიფოებს გადასცეს. 

"იაპონიის მხარე დაკარგავს კონტროლს იარაღზე და აშშ-ს შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ უკვე დაცდილი სქემით, Patriot-ის რაკეტები უკრაინაში აღმოჩნდეს". – ამბობს ზახაროვა. 

ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ მოვლენების ასე განვითარება აღქმული იქნება როგორც რუსეთის წინააღმდეგ მტრული ქმედება და ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში იაპონიისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება. 

კომენტარები