ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გალანთი: შვიდი სხვადასხვა მხრიდან გვესხმიან, ექვსგან უკვე პასუხი გავეცით

იოავ გალანთი 2023 წლის 7 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლის დროს.
Elad Malka/Defense Ministry

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ განალთის თქმით, ისრაელს შვიდი სხვადასხვა მხრიდან ესხმიან თავს და ისრაელის არმიამ უკვე ექვსგან პასუხი გასცა მტერს.

"ჩვენ მრავალფრონტიან ომში ვართ. შვიდი სხვადასხვა მხრიდან გვიტევენ: ღაზა, ლიბანი, სირია, [დასავლეთ სანაპირო], ერაყი, იემენი და ირანი". - თქვა გალანთმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე.

"ექვსგან უკვე გავეცით პასუხი და აქ გარკვევით ვამბობ: ნებისმიერი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს პოტენციური სამიზნეა, არავისთვის არსებობს იმუნიტეტი". - განაცხადა მან.

კომენტარები