ცხოველზე ძალადობა

"როგორც ამბობენ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს" – დაშავებული ძაღლი კლინიკაში გადაიყვანეს

დაშავებული ძაღლი
Facebook/Misha Katchkatchishvili

მოგვიანებით, ვეტკლინიკაში ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ძაღლს თავის ქალის ტრავმა აქვს. სპეციალისტებმა პიროტექნიკა გამორიცხეს.


ბაღდათში მიუსაფარ ძაღლს, სავარაუდოდ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

თავდაპირველად, Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლი, რომელსაც პირის ღრუდან სისხლი სდის.

მოგვიანებით, სოციალური ქსელის კიდევ ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც მიუსაფარი ცხოველი სამკურნალოდ გადაიყვანა, დაწერა, რომ ძაღლს, სავარაუდოდ, პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძაღლი თბილისში გადაიყვანეს და ის უკვე კლინიკაში იმყოფება.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები