კრიმინალი

ჯგუფურ ყაჩაღობასა და მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ.

"თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7 900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3 100 ლარს და 1 600 ლარად ღირებულ ლენოვოს ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ" - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდებულ დ.პ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ცნობით, წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს მოხდა. 

ამავე სსისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წელს თელავის რაიონულმა სასმართლომ ჯგუფის სხვა წევრები ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები