მოლდოვა-რუსეთი

სანდუ: რუსეთი გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში მოლდოვაში დესტაბილიზაციას შეეცდება

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მომავალი წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოლდოვაში რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს ელოდება. ამის შესახებ სანდუმ ადგილობრივი ტელეარხის ProTV-ის ეთერში ისაუბრა.

"გვჯერა, რომ რუსეთი აქ სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს გააგრძელებს და მჯერა, რომ ეს ქმედებები გაზაფხულისკენ დაიწყება. გამოიყენებენ იმ ხალხს, რომლებიც აქ ჰყავთ. სამწუხაროდ, ახალი არაფერია. მათ შეიძლება გარკვეული ტაქტიკა შეცვალონ, მაგრამ გასაგებია, როგორ მოიქცევიან". - თქვა სანდუმ.

ამავდროულად, მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, ზემოხსენებული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელია ადგილობრივი არჩევნებიდან დასკვნების გამოტანა. მისი თქმით, რისკების შესამცირებლად კონკრეტულ სამინისტროებში მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები