ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს – ოსტინი

ლოიდ ოსტინი
Chad McNeeley/DOD

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ ისრაელს ომი პირობებს ან ვადებს არ კარნახობს. 

მისივე თქმით, აშშ-ს მხარდაჭერა ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მყარია.

ოსტინმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ომის შემდგომ ღაზასთან დაკავშირებული მიზნები და ამოცანები განიხილეს. მისივე თქმით, დისკუსია მოიცავდა იმასაც, თუ როგორ უნდა შემცირდეს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას და მოუწოდა მათ, შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი. შეხვედრაზე ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი ერთგული რჩება.

კომენტარები