შტორმი არგენტინაში

არგენტინაში შტორმს, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

არგენტინის აღმოსავლეთ ნაწილში შტორმის შედეგად გამოწვეულ ძლიერ წვიმას და 150 კმ/საათი სიჩქარის ქარებს, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა.

შტორმმა განსაკუთრებით დააზიანა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქი ბაია ბლანკა, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ელექტროგაყვანილობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბაია ბლანკაში შტორმის შედეგად დაზიანდა სპორტული ცენტრის სახურავი, სადაც შეჯიბრი მიმდინარეობდა. შემთხვევას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მორენოში, ქალს ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები