თბილისის მერია

18 დეკემბრიდან მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგება - მერია

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში ადამ მიცკევიჩის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება და 18 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.

"ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და
გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800
კვადრატული მეტრია.

პროექტისათვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები