არგენტინა-უკრაინა

არგენტინამ შესაძლოა უკრაინას ორი რუსული ვერტმფრენი მიაწოდოს

Ukrainska Pravda 

არგენტინის ახალი მთავრობა განიხილავს უკრაინისთვის ორი რუსული ვერტმფრენის Mi-171E-ის გადაცემის საკითხს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანურენოვანი ანალიტიკური ცენტრი Pucara Defensa ავრცელებს

Pucara Defensa-ს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და არგენტინის ახალარჩეულ პრეზიდენტ ხავიერ მილეის შორის შესაბამისი შეთანხმება 10 დეკემბერს ბუენოს აირესში შედგა. 

"მოლაპარაკებები ახლად მიმდინარეობს კომპენსაციის საკითხზე, რათა უკრაინას ვერტმფრენები გადაეცეს" - წერია Pucara Defensa-ს განცხადებაში.

ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, აშშ-მ არგენტინას შესთავაზა, რომ ვერტმფრენებისთვის საჭირო თანხის რეკალკულაცია მოგვიანებით მოხდეს, როცა არგენტინა დანიისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს შეიძენს. 

კომენტარები