დონალდ ტრამპი

აშშ-ს სასამართლომ 2020 წლის არჩევნებში ტრამპის სავარაუდო ჩარევის საქმე დროებით შეაჩერა

ამერიკელმა მოსამართლემ დროებით, ვიდრე დონალდ ტრამპი იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ასაჩივრებს, შეაჩერა ფედერალური საქმე, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ექსპრეზიდენტს 2020 წლის არჩევნების შედეგების უკანონოდ გაუქმების მცდელობას ედავებიან. 

აშშ-ს საოლქო მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა თქვა, რომ ტრამპის მიმდინარე მიმართვა დროებით აჩერებს ყველა აქტივობას, რომელიც საქმეს 2024 წლის მარტში დაგეგმილ სასამართლო პროცესზე გადაიყვანს. 

ამასთან, ტრამპი გეგმავს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში აშშ-ს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტის იმუნიტეტი მის წინააღმდეგ აღძრულ სასამართლო საქმეში არ ცნო და აღნიშნა, რომ  2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით ტრამპის გასამართლება შესაძლებელია.

მოსამართლე ტანია ჩუტკანის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გასამართლებას თავიდან არიდების გარანტიას არ წარმოადგენდა.

კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებული ბრალდება ერთ-ერთია იმ 4 სასამართლო საქმიდან, რომელიც ტრამპის წინააღმდეგაა აღძრული. 

კომენტარები