საცობები თბილისში

ხშირად პარალიზების მიზეზი მცირე ავტოსაგზაო შემთხვევებია - მერიის მაღალჩინოსანი საცობზე

13 დეკემბრის საცობი თბილისში
ნინო ტაბატაძე

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი 13 დეკემბრის საღამოს დედაქალაქის ქუჩებში არსებულ საცობს Facebook პოსტის საშუალებით ეხმიანება.

წილოსანის მითითებით, ქუჩების პარალიზების მიზეზი ავტომობილთა სიმრავლესთან ერთად მცირე, "თითქოს უმტკივნეულო" ავტოსაგზაო შემთხვევებია.

"ცოტა რამ დღევანდელ საცობზე.

არაერთხელ მითქვამს, გარდა იმისა რომ ქალაქში 650 000 ავტომობილი გადაადგილდება და ეს ტენდენცია ჩემი აზრით ამასთან კატასტროფულად მზარდია, ხშირად ქალაქის პარალიზების მიზეზი მცირედი ავტო საგზაო შემთხვევებია და ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს. რაც უფრო პიკურ პერიოდში ხდება ეს ავტო საგზაო შემთხვევა მით უფრო მტკივნეულია ეს ქალაქისთვის.

შევეცდები ავღწერო ორი კონკრეტული უბნის შემთხვევა.

მაგალითად დღეს 17:54 სთზე კოსტავა ჭოველიძის კვეთასთან იყო ავტო საგზაო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მოძრაობა მელიქიშვილზე, შესაბამისად ჭავჭავაძიდან (რამაც გამოიწვია ჭავჭავაძეზე ჩამომსვლელი ქუჩების პარალუზება და ავტომატურად შეაფერხა, ფალიაშვილი და აბაშიძე .რამაც ვაკის პარალიზება გამოიწვია) და ვარაზისხევიდან ნაკადი ვერ გავიდა მელიქიშვილზე, შესაბამისად პეკინი გმირთა მოედნის გავლით ვერ ავიდა ვარაზისხევზე და აშ. რამაც გამოიწვია საბურთალოს პარალიზება.

ამას დაემატა შუა გზაში ავარიულად გაჩერებული ავტომობილი ლაგუნაზე

შემდეგ დამატებით ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მელიქიშვილზე

და ისევ ერთი ავარიულად მდგომი ავტომობილი ვახუტის ხიდზე.

P.S. კეთილის მოსურნეებს ვთხოვ ნუ შემოვარდებიან ფრაზებით თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა.

არავის არაფერს არ ვაბრალებ!

ეს არის უბრალოდ ორი კონკრეტული უბნის პარალიზების მაგალითი, თითქოს უმტკივნეულო ავტოსაგზაო შემთხვევების გამო". - წერს წილოსანი.

კომენტარები