ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა: ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში იმყოფება, სადაც პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს დასავლეთთან ერთად ან მის გარეშე. 

"სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ მართლაც მარტო ვიყავით" - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, ომის პირველ ფაზაში, როდესაც უკრაინა მარტო იყო, უკრაინელი ხალხი არ დანებებულა და ამიტომ, ბრძოლის მარტო გაგრძელებაც შესაძლებელია. 

ბოლო თვეებში, დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. აშშ-ს კონგრესმა არ დააკმაყოფილა პრეზიდენტის მოთხოვნა უკრაინისთვის 61 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარების გადაცემაზე. 

"რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებ დახმარების გარეშე, მაგრამ ვერც დამარცხდები, რადგან ერთადერთი რამ, რაც გაქვს შენი სამშობლოა" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები