ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: ველოდები ერთადერთ წერილს, რომ აღარ დაარღვევს კონსტიტუციას

არა, არ ვაპირებ მისვლას [სალომე ზურაბიშვილის დაგეგმილ ღონისძიებაზე]. მე მივიღე წერილი მოწვევის, თუმცა, ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას.

მანამ, სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო, ვინაიდან, ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას - კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში შეხვედრას გამართავს  ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

კომენტარები