პოლონეთი

პოლონური მედია: 41 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოში იმყოფება

TVN24

პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 41 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოში იმყოფება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის ქართველ მამაკაცზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნის ბრძანება გაიცა.

პოლონური მედია ასევე წერს, რომ ეჭვმიტანილმა ქალი 21 ნოემბერს, დილით ერთ-ერთ სახლში მოკლა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. 

კომენტარები