პაკისტანი

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის პოლიციის შენობაზე თავდასხმას 23 პოლიციელი ემსხვერპლა

picture alliance/AP

პაკისტანის ჩრდილოდასავლეთ რეგიონში, ქალაქ დერა ისმაილ ხანში თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის შენობას თავს დაესხა. აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 23 პოლიციელია მოკლული, ხოლო რამდენიმე არის დაჭრილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია თაჰრიკ-ე-ჯიჰად პაკისტანმა, რომელიც პაკისტანის თალიბანის ახალი შტოა. 

თვითმკვლელი ტერორისტი პოლიციის შენობას თავს დაესხა მანქანით, რომელის ასაფეთქებადი ნივთიერებებით იყო დატვირთული. თავდასხმას შეტაკებები მოჰყვა პლიციასა და ადგილობრივ მებრძოლებს შორის. 

სახელწმიფო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის აიზაზ მეჰმუდის თქმით, ზოგიერთი დაჭრილი ამჟამად კრიტიკულ მგომარეობაშია. 

ხიბერ პახტუნხვას რეგიონი სადაც აღნიშნული თავდასხმა მოხდა ავღანეთს ესაზღვრება და ადრე პაკისტანის თალიბანის, იგივე თაჰრიკ-ე-თალიბანის, მთავარი საყრდენი იყო. 

პაკისტანის უსაფრთხოების სამსახური მთელს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეცოპერაციებს ატარებდა ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

კომენტარები