ოკუპირებული აფხაზეთი

სარჯველაძე კარბაიას მკვლელობაზე: არცერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება

საუბედუროდ, კიდევ ერთხელ გავხდით საოკუპაციო რეჟიმის ბარბაროსული აქტის მოწმე. ის ბარბაროსობა, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იხილა, რა თქმა უნდა, შეურიგებელ დამოკიდებულებას საჭიროებს. მთელი ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება სწორედ ამგვარია - ოკუპაციასთან შეურიგებელი. საქართველო ვერასდროს შეურიგდება ოკუპაციას და უფლების ვერცერთ დარღვევას, მით უმეტეს, როცა საუბარია ასეთ ვანდალურ აქტებზე, ასეთ ბარბაროსობაზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჰქვია.

მინდა, მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად ვთქვა, რომ არცერთი ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. დადგება დრო, როცა არავინ, ვისაც დანაშაულის ჩადენაში ბრალი მიუძღვის, მით უმეტეს, ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როცა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზეა საუბარი, დაუსჯელი არ დარჩება. ღრმად მწამს, რომ ეს ძალიან მალე იქნება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ეს დაუსჯელი არ დარჩეს და მეორე მხრივ, ასეთი ბარბაროსული აქტების გამოვლინება, რაც შეიძლება მეტად პრევენცირებული იყოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ  ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

კომენტარები