თბილისის მერია

მერია: წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლოს დასრულდება

თბილისის მერიაში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2 თვით გახანგრძლივდა. როგორც ტაბულას მერიის პრესსამსახურში უთხრეს, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის იანვრის ბოლოს დასრულდება.

"ეს ინფორმაცია სრული ტყუილია. წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დადგენილი ვადის მიხედვით მიმდინარეობს და სამუშაოები 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება". - უთხრეს ტაბულას მერიაში.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ვადა, დაახლოებით, 2 თვით გახანგრძლივდა და ის 2024 წლის მარტამდე ვერ დასრულდება. ორგანიზაციის ცნობით, ამის გამო, მერიამ სამუშაოებისთვის დამატებით კიდევ 2.8 მილიონი ლარი გამოყო.

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო.

კომენტარები