დაპირისპირება ენმ-ში

დოლიძე: ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ

ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან ახალი მოძრაობის დროა. წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ თავისი როლი ნამდვილად ითამაშა.

შეიქმნება ახალი პლატფორმა, არ ვაპირებთ შერწყმას არცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენ გვექნება ჩვენებური ხედვა, განსხვავებული ხედვა და შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას სრულიად ახალ პოლიტიკას შევთავაზებთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები