საქართველო-რუსეთი

დუმაში ირწმუნებიან, რომ NATO საქართველოში რუსეთის არჩევნებისთვის პროვოკატორებს ამზადებს

ვასილი პისკარიოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციის საწინააღმდეგო კომიტეტის მეთაური და და უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების გამოძიების კომისიის თავმჯდომარე, ვასილი პისკარიოვი ირწმუნება, რომ NATO-ს სპეცსამსახურები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქყვეყნებში რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პროვოკატორებს ამზადებენ.

"კომისიამ დააფიქსირა NATO-ს ქვეყნების სპეცსამსახურები საქმიანობის, მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "გავლენის აგენტების" გააქტიურება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. კერძოდ არის მცდელობები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო აქციები დააორგანიზონ. მიმდინარეობს პროვოკატორების მომზადება. ეს ტრენინგები ორგანიზებულია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოში. ტრენინგები ტარდება როგორც "ფსევდო დამკვირვებლებისთვის", ასევე ე.წ. "დევნილობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის". ნახსენები საქმიანობა ხორციელდება, მათ შორის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო და საგრანტო მხარდაჭერით". – თქვა პისკარიოვმა.

პისკარიოვის თქმით, ინფორმაციას გადასცემენ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურას. 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წლის 15-17 მარტს იგეგმება. გასულ დღეებში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ის საკუთარ კანდიდატურას კვლავ წამოაყენებს.

კომენტარები