ილონ მასკი

ილონ მასკმა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელ ალექს ჯოუნსს X-ის ანგარიში აღუდგინა

ილონ მასკი და ალექს ჯოუნსი

ილონ მასკმა 9 დეკემბერს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) კითხვარი გამოაქვეყნა, რომელშიც მან მომხმარებლებს ჰკითხა, აღადგინოს თუ არა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ალექს ჯოუნსის ანგარიში, რითაც მას პლატფორმაზე დაბრუნების საშუალება მიეცემოდა.

გამოკითხვაში მონაწილეთა 70%-მა მხარი დაუჭირა ჯოუნსისთვის ანგარიშის აღდგენას, რის შემდეგაც ილონმა საკამათო ფიგურა პლატფორმაზე დააბრუნა. მისი ანგარიში 2018 წელს Twitter-მა შეურაცხმყოფელი ქცევისთვის დაბლოკა.

ალექს ჯოუნსმა 2012 წელს სენდი ჰუკის სკოლაში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომელსაც 20 ბავშვი და 6 ზრდასრული ემსხვერპლა, დადგმული უწოდა, რის შემდეგაც მას გარდაცვლილთა ოჯახებმა უჩივლეს. სასამართლომ ჯოუნსს ოჯახებისთვის $1.5 მილიარდის რაოდენობის გადახდა დაავალდებულა.

ანგარიშის აღდგენის შემდეგ ალექს ჯოუნსმა ცნობილი ინფლუენსერის ენდრიუ ტეიტის პოსტი გააზიარა, შემდეგ კი მან ილონ მასკთან და აშშ-ს კონგრესმენ მეტ გეითსთან ერთად X-ის აუდიოჩართვაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც 115 ათასი მომხმარებელი უსმენდა.

კომენტარები