2023 წელს გარდაცვლილები

82 წლის ასაკში LOVE STORY-ს ვარსკვლავი რაიან ო'ნილი გარდაიცვალა

რაიან ო'ნილი
Befunky

82 წლის ასაკში მსახიობი რაიან ო'ნილი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი პროსტატის სიმსივნე გახდა, რომელსაც Love Story-ს ვარსკვლავი 2012 წლიდან ებრძოდა.

ო'ნილს 2001 წელს ქრონიკული ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო 2012 წელს პროსტატის კიბო გამოუვლინეს. გარდა ამისა, მსახიობმა 90-იანებში ავთვისებიანი ლეიკემიაზე წარმატებით იმკურნალა. 

ო'ნილმა კარიერა 60-იან წლებში საპნის ოპერა Peyton Place-ში შესრულებული როლით დაიწყო. მსოფლიო პოპულარობა, ასევე ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, 1970 წელს მელოდრამა Love Story-ში შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა. ნათამაშები აქვს ფილმებში: Barry Lindon, What's Up Doc? Paper Moon, A Bridge Too Far, The Driver.

მისი ქალიშვილია მსახიობი ტატუმ ო'ნილი, რომელიც დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია (10 წლის), რომელმაც ოსკარი მიიღო.

კომენტარები