ბელარუსი

ლუკაშენკომ აფრიკის ტურნე დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აფრიკის ქვეყნებში ტურნე დაიწყო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"პირველ რიგში ვიზიტი მიმართული იქნება ურთიერთსასარგებლო მიმართულებით ურთიერთქმედების ინტენსიფიკაციისკენ. მიმდინარე ვიზიტი იქნება ბელარუსსა და აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის მყარი ურთიერთობების დამყარებისკენ მიზანმიმართული მუშაობის გაგრძელება". – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ლუკაშენკომ ტურნე ეკვატორულ გვინეაში ვიზიტით დაიწყო, რა დროსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა "თანამშრომლობის განვითარების გზამკვლევს" მოაწერეს ხელი.

კომენტარები