უკრაინა-ევროკავშირი

ორბანი: უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ამის შესახებ ორბანმა Le Point-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ორბანის შეფასებით, უკრაინელები მზად არ იქნებიან მოლაპარაკებებისთვის, ევროპელები კი მათი სრულუფლებიანი წევრობისთვის.

"უკრაინა, როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ". - თქვა ორბანმა.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერმინისტრის თქმით, არსებობს ეკონომიკური მიზეზიც – მაგალითისთვის საფრანგეთს დამატებით 3.5 მილიარდ ევროზე მეტის გადახდა მოუწევს ევროკავშირის საერთო ბიუჯეტში, თუ ევროგაერთიანებას შეუერთდება.

6 დეკემბერს უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში რეზოლუცია წარადგინა, რომელიც გულისხმობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შეჩერებას. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში ეს მოთხოვნა უნგრეთის მთავრობას გაეგზავნება.

კომენტარები