სპეციალური საგამოძიებო სამსახური

ბაბი კირკიტაძე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

Facebook post/Babi Kirkitadze

სამთავრობო არხის, იმედის ღამის შოუს ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. 

როგორც ტაბულას სამსახურში უთხრეს, კირკიტაძეს ვიდეოს შესახებ სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების დღესვე დაუკავშირდნენ და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაიბარეს.

7 დეკემბერს მომღერალმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მასზე დამონტაჟებულ ვიდეოს ავრცელებენ.

"ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ". - წერს ბაბი კირკიტაძე. 

მომღერლის თქმით, ის აპირებს სარჩელის შეტანას და დამნაშავეების დასჯას.

"პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! [...] აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - ნათქვამია პოსტში. 

კომენტარები