ერაყი

ბაღდადში აშშ-ს დიპლომატიური მისიის დაცული ზონა სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა

AFP file photo

ერაყში აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ერაყის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიცვან აშშ-ს დიპლომატიური მისიის პერსონალის უსაფრთხოება. ბოლო კვირების მანძილზე, აშშ-ს დიპლომატიური მისიის დაცული "მწვანე ზონა" ირანის მიერ მართული სამხედრო დაჯგუფებების სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა. ერაყში მოქმედებენ ირანიდან მართული სამხედრო დაჯგუფებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისრაელს და ყველა მის მოკავშირეს. 

8 დეკემბერს ორი ზალპური ცეცხლის რაკეტა დიპლომატიური მისიის შენობებისკენ ისროლეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"ჩვენ, ყველა, მოვუწოდებთ ერაყის მთავრობას, რომ დაიცვას პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიური მისიის პერსონალი და ინსფრასტრუქტურა" - თქვა ერაყში აშშ-ს საელჩოს პრესსპიკერმა. 

კომენტარები