სროლა სკოლაში

რუსეთში, მე-8 კლასელმა გოგომ სკოლაში მოსწავლეები თოფით დაჭრა და თავი მოიკლა

რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში, მე-5 გიმნაზიაში სროლა მოხდა. მე-8 კლასელმა გოგომ სასწავლებელში მამის სანადირო თოფი მიიტანა და მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა.

შსს-ს ცნობით მსროლელმა თავი მოიკლა, სროლის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა მსროლელის კლასელი გოგო, ორი ადამიანი დაჭრილია. 

"14 წლის ალინა ა. სკოლაში სანადირო თოფით მოვიდა და საკუთარ კლასელებს ცეცხლი ბიოლოგიის გაკვეთილზე გაუხსნა". – წერია შსს-ს განცხადებაში.

როგორც გამოცემა Tacc-ს ერთ-ერთმა გამომძიებელმა უთხრა სროლის მიზეზად სკოლელებს შორის კონფლიქტი განიხილება.

კომენტარები