ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზელების თქმით, IDF-მა ჩამოყარა ბროშურები აიათი წყალდიდობაზე, რომელიც "ცოდვილებს" წალეკავს

X/Gaza Report

სამხრეთ ღაზის უდიდესი ქალაქის, ხან იუნისის მაცხოვრებლების თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ქალაქის თავზე ჩამოყარა ბროშურები, რომლებიც ყურანის ერთ-ერთ აიას ციტირებს. ამის შესახებ ისრაელური მედია, Times of Israel წერს.

"წარღვნამ წალეკა ისინი, რადგან ცოდვილები იყვნენ". - წერია ბროშურებზე. აღნიშნული არის ციტატა ყურანის 29-ე სურის მე-14 აიადან.

ხან იუნისში მყოფი ჟურნალისტი, ამერ ტაბში ამბობს, რომ მან თავად დაინახა როგორ გადმოყარეს ათასობით ფლაერი ისრაელის თვითმფრინავებიდან. მისივე თქმით, მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ IDF-ის მესიჯი ნიშნავს, რომ "რაღაც ბევრად უარესი მოდის", ზოგი კი ბროშურების ტექსტს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის სახელს, ალ-აკსას წარღვნას უკავშირებს.

ამასთან, წარღვნის შესახებ ტექსტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბოლოდროინდელ ცნობებთან, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ზღვის წყლით დატბორვას განიხილავს.

კომენტარები