დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, ერთი დღით დიქტატორი ვიქნები

დონალდ ტრამპი Fox News-ზე ჟურნალისტ შონ ჰანითისთან სტუმრად იმყოფებოდა, როდესაც თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ ერთი დღით გახდება დიქტატორი.

ჟურნალისტმა ტრამპს კითხვით მიმართა, დაპირდებოდა თუ არა პირდაპირ ეთერში ამერიკელ ხალხს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევებში არ გადააჭარბებდა თავის უფლება-მოვალეობებს და პოლიტიკური ოპონენტების დევნას არ დაიწყებდა. ამაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ამერიკელ ხალხს ამას დაპირდება, თუმცა გამონაკლისი გამარჯვების პირველი დღე იქნება. 

"პირველ დღეს მინდა, საზღვრები ჩავკეტო და ნავთობის მოპოვება დავიწყო. ამის შემდეგ აღარ ვიქნები დიქტატორი" - თქვა დონალდ ტრამპმა. 

დონალდ ტრამპის ამ ინტერვიუს ამერიკელი დემოკრატები ეხმაურებიან და ამტკიცებენ, რომ ის შეუფერებელია და არაა მზად პრეზიდენტობისთვის. 

კომენტარები