იტალია

იტალია მიუნხენის მუზეუმისთვის ჰიტლერის მიერ ნაყიდი ძეგლის გადაცემაზე უარს ამბობს

"ბადროს მტყორცნელი" რომის ეროვნულ მუზეუმში, 3 დეკემბერი, 2023
AP Photo/Andrew Medichini

იტალიის კულტურის სამინისტრო უარს ამბობს მიუნხენში გერმანიის სახელმწიფო სიძველეების კოლექციის მუზეუმს ძველი რომის პერიოდის ძეგლი გადასცეს, რომელიც ჰიტლერისთვის "არიულ ესთეტიკას" განასახიერებდა.

მეორე საუკუნეში შექმნილი "ბადროს მტყორცნელის" ქანდაკება მანამდე დაკარგული ბერძნული ქანდაკების რომაული ასლია. ჰიტლერმა იგი იტალიელი მფლობელისგან, მუსოლინის ზეწოლით, ჰიტლერს 1938 წელს მიჰყიდა. ძეგლი, რომელიც იტალიაში 1781 წელს იპოვეს, 1948 წელს იტალიაში დაბრუნდა, როგორც ნაცისტების მიერ არალეგალურად მოპოვებული ნამუშევარი.

უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც რომის ეროვნულმა მუზეუმმა მიუნხენის მუზეუმს ძეგლის მარმარილოს სტენდის დაბრუნება მოსთხოვა. სანაცვლოდ, გერმანულმა მუზეუმმა იტალიას "ბადროს მტყორცნელის" ძეგლის გერმანიისთვის დაბრუნების მოთხოვნა წაუყენა. გერმანიის მუზეუმის თქმით, 1948 წელს ძეგლი იტალიას არალეგალურად დაუბრუნდა.

იტალიის კულტურის მინისტრის ჯენარო სანჯიულიანოს თქმით, "ეს ნამუშევარი ნაცისტებმა მოტყუებით მოიპოვეს და ის იტალიის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილია".

კომენტარები