კობა გვენეტაძე

გვენეტაძე: უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ვხდები

ცვლილების დროა - ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ. შევხვდებით ტაშკენტში!

წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე Facebook-ზე.

კომენტარები