გერმანია

დიდთოვლობის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

  Image: Sean Gallup/Getty Image

ძლიერი თოვლის გამო მიუნხენის აეროპორტმა ფრენები შუადღემდე შეაჩერა

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, შაბათისთვის დაგეგმილი 760 რეისიდან დაახლოებით 320 გაუქმდა.

გერმანელი სინოპტიკოსების პროგნოზით, ხანგრძლივი თოვლი შაბათს შუადღის ჩათვლით ბავარიის დიდ ნაწილზე გავრცელდება. ამასთან, მოსალოდნელია 30-40 სანტიმეტრის თოვლი.

დიდთოვლობის გამო გერმანიაში შეფერხებით ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები