ეუთო

წერეთელი ეუთო-ზე: პარადოქსია, რომ ეუთო არ არის კავკასიაში წარმოდგენილი

პარადოქსია, რომ ეუთო სწორედ იმ ქვეყნებში არ არის წარმოდგენილი, სადაც მის მხარდაჭერას ყველაზე დიდი სარგებლობა ექნებოდა, მაგალითად, კავკასიაში. ვითარება ამ რეგიონში არ გაუმჯობესებულა; რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა, თუ მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების პროცესში არანაირი პროგრესი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაუბრუნდეთ ამ საკითხს და გამონახოთ პოლიტიკური ნება, რომ ეუთო-ს მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი საქმიანობა იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მაღალია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი მილანში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

კომენტარები