რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დონბასის დაბრუნება უფრო რთული იქნება, ვიდრე ყირიმის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ ნიკოლაევის სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. ზელენსკის თქმით, შესაძლოა, უკრაინისთვის დონბასის დაბრუნება უფრო რთული იყოს, ვიდრე ყირიმის.

ზელენსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების განწყობაა. მისი თქმით, ყირიმისგან განსხვავებით, 10-წლიანი ოკუპაციის პირობებში დონბასში სეპარატიზმი უფრო მძვინვარებს და რუსებმა მისი მაქსიმალური მილიტარიზება მოახდინეს. 

"შესაძლოა, ეს ტერიტორიები მოსახლეობაზე ადრე დავიბრუნოთ. მაგალითად, ჩვენ თუ დონბასს დავიბრუნებთ, ხალხი იქ 10 წელი ცხოვრობს. იქ ცხოვრობენ სხვა გარემოში და ეს ხანგრძლივი პროცესია. შესაძლოა, რთული იყოს. ვფიქრობ, ეს დონბასის შემთხვევაში უფრო რთულია. ჩემმა პარტნიორებმა ერთხელ მითხრეს, რომ თითქმის შეუძლებელი იქნება ყირიმის დაბრუნება და ძალიან რთული იქნება დონბასის დაბრუნება. ჩემი აზრით, თუ ხალხზე ვსაუბრობთ, ტერიტორიები ხალხთან ერთად ბრუნდება, თუ ხალხს ეს არ სურს, ძალიან რთული იქნება. ახლაც, როდესაც რუსეთი ჩვენთან ომშია, ყველაზე აგრესიული სეპარატისტები კვლავ ადგილზე რჩებიან, რუსები გარბიან, მაგრამ ისინი იქ რჩებიან. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ყირიმში მტრული დამოკიდებულება არ იყო, ამიტომ, მჯერა, რომ ყირიმი ელოდება უკრაინაში დაბრუნებას. დონბასიც ელოდება, თუმცა, ძალიან რთული იქნება, რადგან მოხდა ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის ოკუპაცია და მაქსიმალურად მილიტარიზება". – ამბობს ზელენსკი. 

კომენტარები