ეუთოს მინისტერიალი

ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა

Karim Jaafar/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ქალაქი სკოპიე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა.

ენტონი ბლინკენი სკოპიეში ეუთოს მინისტერიალის ოფიციალურ გახსნამდე, 29 ნოემბერს ჩავიდა და საღამოს ეუთოს პრეზიდენტსა და ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვახშამზე შეხვდა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი დღეს იწყება. ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინამ, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები