ეუთოს მინისტერიალი

ლავროვი: ენტონი ბლინკენი და ჯოზეფ ბორელი მშიშრები არიან, გულწრფელი საუბრის ეშინიათ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას, 2023 წლის 31 აგვისტო.
REUTERS/Maxim Shemetov/Pool/File Photo

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ქალაქ სკოპიედან ეუთოს მინისტერიალის დაწყებამდე წასვლა მათ "მშიშრობას" აჩვენებს.

"როგორც ვხვდები ბლინკენი და ბორელიც წავიდნენ. რატომ ხდება ასე? ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ რუსეთის იზოლირების განზრახვას. მე კი ვფიქრობ, რომ უბრალოდ მშიშრები არიან, ეშინიათ ყოველგვარი გულწრფელი საუბრის ფაქტებით ხელში". - თქვა სერგეი ლავროვმა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი გუშინ დაიწყო. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სკოპიე ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა. ლავროვის მონაწილეობის გამო შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინამ, პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა.

კომენტარები