ეუთოს მინისტერიალი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვის მონაწილეობის გამო ეუთოს შეხვედრას არ დაესწრება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შიმონ შინკოვსკი სკოპიეში ეუთოს მინისტერიალს შეხვედრაში სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო არ დაესწრება. 

შინკოვსკის თქმით, პოლონეთი შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის გამო ბოიკოტს აცხადებს და მინისტერიალზე არცერთ მოადგილეს არ გაგზავნის. მისი თქმით, რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, რომელიც სამხედრო დანაშაულებზეა პასუხისმგებელი და მისთვის მიუღებელია, რომლის მიზანიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაა.

პოლონეთის გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობის გამო ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ორდღიანი მინისტერიალი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში დღეს იწყება.

კომენტარები