დიდი ბრიტანეთი

Penny Lane-ის აბრა, რომელიც 47 წლის წინ მთვრალმა სტუდენტებმა მოიპარეს, ლივერპულს დაუბრუნდა

KEVIN MATTHEWS/PA

Penny Lane-ის  ქუჩის აბრა The Beatles-ის სიმღერის გამო განსაკუთრებულად პოპულარული გახდა, რის გამოც ის 1976 წელს მთვრალმა სტუდენტებმა მოიპოვეს. აბრა ლივერპულის Fab Four Museum-ში დაბრუნდა.

2023 წლის დასაწყისში The Beatles-ის მუზეუმს ანონიმურობის დაცვით ყოფილი სტუდენტი დაუკავშირდა, რომელსაც აბრის დაბრუნება სურდა. მამაკაცის თქმით, მას ლივერპულისთვის ცნობილი აბრის დაბრუნება სურდა, რადგან ამ ქალაქში სტუდენტობის შესანიშნავი წლები გაატარა და ცოლიც აქ გაიცნო. 

"ცხადია, ლივერპულია ის ადგილი, სადაც აბრა უნდა იყოს" - თქვა კაცმა. 

ლივერპულის მერმა სტივ როტერამმა თქვა, რომ Penny Lane-ი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქუჩა, რომელმაც პოლ მაკარტნის ამ ქუჩის რიგით მცხოვრებლებზე ცნობილი სიმღერა დააწერინა. 

კომენტარები