საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო კი, კვლავ აკრძალულია. გზების დეპარტამენტისვე ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

"აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით". - წერს დეპარტამენტი.

კომენტარები