დაპირისპირება ენმ-ში

ბოკუჩავა მელიაზე: გადაწყვეტილება თავად მიიღო, როდესაც სააკაშვილის შეთავაზებაზე უარი თქვა

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო, როდესაც მან პრეზიდენტი სააკაშვილის შემოთავაზებაზე თქვა უარი და ხელი არ მოაწერა ერთობის დოკუმენტს, რომელიც იქნებოდა შანსი მისი რეინტეგრაციისთვის პარტიაში, რომელსაც დიდი ხანია ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებს, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილის ეს მაინტეგრირებელი ნაბიჯი მაინც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, სამწუხაროდ, მან არც ეს შესაძლებლობა გამოიყენა. 

ის არის ადამიანი, ვინც წააგო არჩევნები, როგორც თავმჯდომარემ და ამ წაგებას არ და ვერ შეეგუა. ნებისმიერი სხვა ფორმატი თანამშრომლობის პარტიის შიგნით, მისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. 

თქვა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ  ნიკა მელიასა და პარტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ. 

ენმ-ის თავმჯდომარის მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა.

კომენტარები