დაპირისპირება ენმ-ში

ნაყოფია: ხაბეიშვილი მის პირობებში ერთობაზე საუბარს შეუძლებელს ხდის

[ლევან ხაბეიშვილი] ადამიანებს პარტიიდან რიცხავდა. ხან იძახდა, რომ იმათმა თავი თვითონ გაირიცხესო, მერე თავის თანაპარტიელებს რაღაც მგლის ბილეთების ჩამორიგებით ემუქრებოდა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ კი მან ხელი მოაწერა ერთობის მანიფესტს. მაგრამ, დღეს მისი ქმედებები საერთოდ რაში წერია, ვერ ვიგებ [...]

ის მოლაპარაკებები ერთობაზე, რომელსაც მე მხარეებთან დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდი, ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დღევანდელმა მენეჯმენტმა ჩაშალა და კერძოდ, დავინახეთ ის ადამიანიც, ვინც ეს ჩაშალა - პარტიის თავმჯდომარემ. ეს ადამიანი მის პირობებში ზოგადად, ერთობაზე საუბარს შეუძლებელს ხდის. მაგრამ, მინდა, გითხრათ, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება. ლევან ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა ამას რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა გაუწიონ, ერთობა მაინც შედგება. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კობა ნაყოფიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა.

კომენტარები