ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

დედა დაბრუნდა! – ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული ქალის შვილი ოჯახის ფოტოს აქვეყნებს

მარგალიტ მოსე ოჯახის წევრებთან ერთად ღაზადან გათავისუფლების შემდეგ, 2023 წლის 24 ნოემბერს.
Yair Moses / Facebook

ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული 78 წლის მარგალიტ მოსეს შვილი სოციალურ ქსელში ოჯახის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით "დედა დაბრუნდა!". 

მარგალიტ მოსე ნირ ოზის კიბუცის სახლში 7 ოქტომბერს დილით იმყოფებოდა, რა დროსაც ჰამასმა სოფლის დარბევა, მოსახლეობის გატაცება და მკვლელობები დაიწყო.  

მარგალიტ მოსე, მისი ყოფილი ქმარი, გადი და მეზობელი ჰამასმა გატაცების შემდეგ ღაზის სექტორში წაიყვანა. გადი ამ დრომდე, სავარაუდოდ, ღაზაში რჩება. 

24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.

კომენტარები