რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 75 დრონიდან 71 ჩამოვაგდეთ

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

25 ნოემბერს რუსებმა უკრაინის თავზე რეკორდული რაოდენობის, 75 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკიის თქმით, მათ Shahed-ის ტიპის 75 დრონიდან 71 ჩამოაგდეს. 

"შეტევის მთავარი მიმართულება კიევია!

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საჰაერო ძალების და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფების საბრძოლო მუშაობა". - ამბობს ოლეშჩუკი.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა დააზუსტეს, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკის ოლქიდან გაუშვეს. 

საზენიტო თავდაცვა მუშაობდა უკრაინის მინიმუმ ექვს ოლქში: კიევში, სუმში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიეში, მიკოლაევსა, კიროვოგრადში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დნიპროპეტროვსკის ოლქში ასევე გაანადგურეს Kh-59-ის ტიპის მართვადი საჰაერო რაკეტა.

კომენტარები