ნოდარ შეროზია

საკრებულოს დეპუტატი: აპარატის 10-12 ქალბატონს სარვამარტოდ შევუძინეთ ყვავილები

პრიორიტეტული იყო ჩვენთვის, დავუშვათ, ავარიული კორპუსები, სადაც თანხები არ არის 25 მილიონის პროპორციულად გადანაწილებული. პრიორიტეტი იყო სოციალური და ჯანდაცვის საკითხები. [...] ჩვენ წერილი გავუგზავნეთ, რომ აპარატის თანამშრომლებზე გაეცათ პრემია დანამატები წლის ბოლოს, საახალწლოდ. [...] სარვამარტოდ გვაქვს 2000 ლარი ბიუჯეტში და ხელშეკრულება არ გააფორმეს და 10 ქალბატონია თუ 12, ვინც მუშაობს აპარატში და შევუძინეთ ყვავილები.

თქვა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნოდარ შეროზიამ რუსთავის საკრებულოს ბიუჯეტთან დაკავშირებით.

კომენტარები